გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
არჩილ  სულაკაურის „მატასი,  პიპა  და  სუსი-ფუსი“
საგანი/პედაგოგი
ქართული/ ბელა ურუშაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური/III კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25  მოსწავლე  მათ  შორის  1 სსსმ  მოსწავლე რომელიც განათლებას იღებს შინსწავლების  მეთოდით (გაკვეთილი  სსსმ  მოსწავლეს  უტარდება  სახლში).
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეებს  შეეძლება  ერთმანეთის  აზრის პატივისცემა და მეგობრული  ურთიერთობის ჩამოყალიბება.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
















მისაღწევი  მიზნები  კლასისთვის 
ე.ს.გ-ის მიხედვით

ქართ. III . 2 . მოსწავლეს  შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა,  გაგება  და  მათი  შინაარსის გადმოცემა.

შედეგი  თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:
·         სათაურის  მიხედვით გამოთქვამს  ვარაუდს  ტექსტის  შესაძლო  შინაარსის შესახებ;
·         მარტივი  გეგმის  მიხედვით  ყვება წაკითხული ტექსტის ში ნაარსს;
·         შინაარსის  უკეთ  გასააზრებლად  ცდილობს, კითხვების დასმით გაარკვიოს  ახალი სიტყვებისა და ფრაზების  მნიშვნელობა;


ქართ . III . 7.  მოსწავლეს  შეუძლია  ლიტერატურული  ტექსტის მიმართ საკუთარი  დამოკიდებულების  გამოხატვა.
 შედეგი თვალსაჩინოა , თუ  მოსწავლე:
·         გამოხატავს  წაკითხული  ტექსტით  აღძრულ  ემოციებს, განცდებს;
·         ასახელებს  საყვარელ  პერსონაჟს  და ხსნის  საკუთარ  არჩევანს;

მოდიფიცირებული  გეგმა  სსსმ  მოსწავლისთვის   და  მისაღწევი  შედეგი. 
ქართ. I .2 .  მოსწავლეს  შეუძლია გადმოსცეს მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემებზე.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე
ü  ჩამოთვლის  ტექსტში  ნახსენებ  პერსონაჟებს;
ü  საუბრონს  ტექსტში  ნახსენებ  პერსონაჟთა  საქციელზე;
ü  ილუსტრაციაზე  ამოიცნობს 

წინარე ცოდნა
ü   იციან  : ადამიანების  დამოკიდებულება  შინაური ცხოველებისადმი. 
ü  ძაღლისა  და  კატის  მტრული  დამოკიდებულება.

სსსმ  მოსწავლის  წინარე  ცოდნა
·         ცნობს  შინაურ  ცხოველებს.

შეფასების საგანი და პროცედურები
მთელი  კლასისთვის
თვითშეფასება,  ურთიერთშეფასება,  განმავითარებელი  შეფასება (მასწავლებლის კომენტარით).

სსსმ  მოსწავლესთვის
განმავითარებელი (მასწავლებლის  კომენტარით)  სტიკერი.

გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი (სახელმძღვანელო), თაბახის  ფურცლები, ფერადი  ფანქრები, დიდ  ფორმატის  ფურცელზე  დახატული  ვარაუდების  სქემა, კომპიუტერი, ვიდეო  ფილმი „შინაურ  ცხოველებზე“,  ფუმფულა  სათამაშოები (კატა,  ძაღლი),  მაგნიტური  დაფა   ასობგერებით,  ხმოვანი   წიგნი  ცხოველებზე.

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი










 






ფაზა   A  (გამოწვევა)
აქტივობა     #1        (2 წთ)                         
საორგანიზაციო  საკითხები:  მისალმება კლასის მოწესრიგება,  სიის  ამოკითხვა.
   ყოველი  აქტივობის  შესრულების  შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს მომდევნო  აქტივობაზე  გადასვლას,  მიანიშნებს  რა  დამთავრდა და  რა  დაიწყო.

აქტივობა  #2  ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _   ( 5 წთ)
სლაიდ  შოუს  ჩვენება „შინაურ  ცხოველებზე“ მასწავლებლის  კომენტარით (მასწავლებელი
სვამს  კითხვებს  კლასისთვის:
1) რომელია შინაური  ცხოველები?
2) რატომ  არის  შინაური?
3) ამ  ცხოველებიდან  რომელი  გყავს  სახლში, როგორ  ზრუნავ  მასზე?


სსსმ  მოსწავლესთვის:
აქტივობა #1 (3 წთ) 
საორგანიზაციო   საკითხები: მისალმება, მოსწავლის  მოწესრიგება  სასწავლო  ნივთებით  მზაობა  საგაკვეთილო  პროცესის  შესაქმნელად.

 აქტივობა #2.  (5 წთ)
 აჩვენებს  მასწავლებელი
კომპიუტერის  გამოყენებით  ფილმს „შინაურ ცხოველები“  თან  აკეთებს  კომენტარს.
   სსსმ  მოსწავლე  ერთვება კომენტარებში, ამოიცნობს  ცხოველს  კითხვის  დასმის  შემდეგ:
1) რომელ  ცხოველს  ხედავ  სურათზე?
2) რომელია  შინაური  ცხოველი?   
3) ამ  ცხოველებიდან  რომელი  გყავს  სახლში, როგორ  ზრუნავ  მასზე?


ფაზა   B   ( შინაარსის  რეალიზება)

აქტივობა  #3    (18  წთ)
მასწავლებელი  ტექსტს  ყოფს  მონაკვეთებად, დაფაზე  აკრავს  ვარაუდების  სქემას (იხილეთ
დანართი  #1)  და იწყება  ტექსტზე  მუშაობა.
სათაურის  წაკითხვის  შემდეგ, მოსწავლეები გამოთქვამენ  ვარაუდებს  თუ  რაზე  იქნება საუბარი  და  მასწავლებელი  ავსებს  სქემის
შესაფერის  გრაფას. ფიქსირდება  პასუხები, შემდეგ  ეკითხება  ბავშვებს  რატომ  ფიქრობთ ასე? 

ავალებს  კლასს  დაიწყონ  პირველი  მონაკვეთის  წაკითხვა. 

პარალელურად  ინიშნავენ   გაუგებარ  გამოთქმებს  და  სიტყვებს. 

დამთავრდება  პირველი  მონაკვეთის  კითხვა  და  იწყება  ბუნდოვანი სიტყვების  ახსნა   ბავშვების   დახმარებით,  თუ ბავშვი  ვერ ახსნის,  მაშინ   ეხმარება  მათ  მასწავლებელი.  პირველი  მონაკვეთის  წაკითხვის შემდეგ  ივსება   გრაფა  რა  მოხდა  სინამდვილეში.
ამ  მეთოდით  ვაგრძელებთ  ტექსტის  დამუშავებას ბოლომდე.


სსსმ  მოსწავლისთვის
აქტივობა # 3
მასწავლებელი  კითხულობს  ტექსტს  ბოლომდე ნელი  ტემპით  ხმამაღლა გარკვევით (რამდენჯერმე),  შემდეგ  იწყებს  პაუზებით  კითხვას,  ტექსტს  ყოფს  სამ  ნაწილად  , თან   ხსნის გაუგებარ  სიტყვებს.   ყოველი   მონაკვეთის  წაკითხვის  შემდეგ  სვამს  შესაბამის  მარტივ    კითხვას:    1)   ვინ  არის  მატასი?
2) რა  ჰყავდა  მატასის?

 მეორე  მონაკვეთი: 1) როგორი  ურთიერთობა აქვთ  ძაღლსა  და  კატას?

მესამე  მონაკვეთი: 1) შერიგდა  თუ  არა  პიპა და  სუსი-ფუსი?

ფაზა    (რეფლექსია)

აქტივობა    #4  ჯგუფური მუშაობა   (15 წთ)
პედაგოგი  ყოფს  კლასს  4- ჯგუფად,  ახსენებს
ჯგუფური  მუშაობის  წესებს:
1) ვუსმენთ  ერთმანეთს.  
2) პატივს  ვცემთ  ერთმანეთის  აზრს. 
3)  ვეხმარებით  ერთმანეთს . 
შემდეგ   ეძლევა  მოსწავლეებს  დავალება:
1.       
2.      პირველ ჯგუფს  ეძლევა  დავალება,  ტექსტიდან ამოწერონ  ბუნდოვანი  სიტყვები  და  შეძლონ  განმარტება.
3.       
მეორე ჯგუფს  ეძლევა  დავალებად  დასვან  კითხვები  წაკითხული  ტექსტიდან.

მესამე ჯგუფს  ეძლევა  წაკითხული  ტექსტის შეჯამება,  რაზე  იყო  ამ  ტექსტში  საუბარი?

მეოთხე ჯგუფს  ეძლევა  დავალება  თავისი  წარმოდგენით  გააგრძელონ  მოთხრობა  და გამოთქვან  ვარაუდი  მატასის  სკოლიდან
მოსვლის  შემდეგ  რა  შეიძლება  მოხდეს, წარმოადგინონ  ნახატი.
    შემდეგ  აკეთებს  ჯგუფები  პრეზენტაცის, მოსწავლე   ამაგრებს  დაფაზე  ჯგუფის  ნამუშევარს  და  აკეთებს  პრეზენტაციას.

რეფლექსიის  ფაზაში  სსსმ  მოსწავლე  ერთვება  მისთვის  სპეციალურად  განკუთვნილი  აქტივობებით 

აქტივობა #4  
1 )  ხმოვანი  წიგნის  მოსმენა  და  შინაური   ცხოველების ხმის გამორჩევა (ისმენს  ძაღლის  ყეფას , გაბრაზებული  ძაღლის  ყეფას,  ლეკვის   ყეფას , კატის  კნავილს).     (3 წთ)

2 )  მოსწავლე  თვალსაჩინოებაზე  ამოიცნობს   მოთხრობის  შესატყვის  თემატურ  სურათებს. ( 2 წთ)

3 ) მაგნიტურ  დაფაზე  წერია  მოთხრობის   მოქმედი პირების  სახელი,
  მოსწავლე  ამოიკითხავს  და  ამოიცნობს  ვინ  არის  მატასი , პიპა ,  სუსი- ფუსი.  (2 წთ)
 
4 )  მარტივი  როლური  თამაშის  მოწყობა,  მოთხრობაში   ნაჩვენები   ცხოველების  მონაწილეობით (ყურადღების გამახვილება  პერსონაჟების საქციელზე).
მოსწავლე (თავისი  სურვილით ) ირჩევს  მისთვის  საინტერესო  პერსონაჟს  და   მასწავლებელთან  ერთად  ერთვება  როლურ  თამაშში.  ( 8 – 10  წთ)     


გაკვეთილზე  ათვისებული  მასალის   შეჯამება   შეფასების   კრიტერიუმების  მიხედვით.

აქტივობა  #5       (3 წთ )
  თვითშეფასება:  ბავშვი  ამოწმებს  საკუთარ თავს  და  ჩართულობას.

ურთიერთშეფასება:
ჯგუფები  ერთმანეთს  აფასებენ  (ჯგუფებში მუშაობის  შეფასება)

1)      ურთიერთთანამშრომლობა.

2)      ნამუშევრის  წარმოდგენა  კლასის  წინაშე.

3)      პრეზენტატორების  ლოგიკური  მსჯელობა.

ბოლოს  მასწავლებელი  აძლევს  მოსწავლეებს განმავითარებელ  შეფასებას  კომენტარით (რა  მოეწონა  და  რის  გაუმჯობესებას  ურჩევდა  მათ).

სსსმ  მოსწავლეს   ეძლევა   განმავითარებელი  შეფასება გაკვეთილის პროცესში ჩართულობისთვის.
უკეთებს  მასწავლებელი  კომენტარს
 (რა  მოეწონა  და   რის  გაუმჯობესებას   ურჩევდა ). ასევე  სსსმ  მოსწავლის  შეფასება   ხდება   განმამტკიცებლით სტიკერით.

აქტივობა  #5   საშინაო დავალება  (2 წთ )
 კლასს  ეძლევა  საშინაო  დავალება:  დაწერონ ტექსტიდან როგორ  შერიგდა 
  ძაღლი  და კატა.
  მიცემული  საშინაო  დავალების  მიზანია ახლადახსნილი მასალის გაგების  გაუმჯობესება.

  სსსმ  მოსწავლეს  ეძლევა  საშინაო დავალება:  სახლში  ჰყავს  ძაღლი  და  კატა, გადაუღოს  მათ  სურათი  მობილური  ტელეფონით (დედის  დახმარებით).

No comments:

Post a Comment