სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:   „ერთობლივი ძალით დავამარცხოთ სეზონური ვირუსი“



პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეს  ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა.

პროექტის აქტუალობა:   თემა  აქტუალურია , რადგანაც გახშირდა , მოიმატა სეზონური ვირუსული ინფექციების სხვადასხვა  სახეებმა რასაც ხშირად თან ახლავს მძიმე შედეგები.

პროექტის მიზანი:     გრიპის ვირუსთან დაკავშირევული სეზონური პრობლემები, მნიშვნელოვანი რჩევები პროფილაქტიკის მიზნით,მოსწავლეთა ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარება, კერძოდ თავის მოვლა ავადმყოფობის დროს.

მოსწავლეთა  ასაკი/კლასი:    სხვადასხვა კლასის მოსწავლეები (III , V, VI, X, XI, XII)
7 მოსწავლე რომლებიც განათლებას იღებს შინ საწავლების მეთოდით.

პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: 2- კვირა.

მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეები  და მათი მშობლები  მიიღებენ იმ უნარ-ჩვევებს  რაც დაეხმარება მათ, რომ  უფრო მომზადებული,  ორგანიზებული  შეხვდნენ სეზონურ  გრიპს.    პროფილაქტიკის მიზნით  გამოიყენებენ  და დაიცავენ  წესებს.   


  
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მიმართულება:  ადამიანი და გარემო

ბუნ. II. 7. მოსწავლეს  შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.

პროექტისთვის  საჭირო რესურსები: ექიმი,  c ვიტამინის  დრაჟეები, სველი და მშრალი ერთჯერადი  ცხვირსახოცები, სამახსოვრო  ბუკლეტი „სასარგებლო რჩევები გრიპის დროს“.

პროექტის  აქტივობების გეგმა:

პირველი კვირა
1)      აქტივობის გეგმის გაცნობა.
2)      გრიპისა და ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით სსსმ მოსწავლეების კონსულტაცია , მოსწავლეთა ჯანმრთელობის შემოწმება სკოლის ექიმის მიერ.
3)      მოსწავლეებისა და  მშობელთათვის  ლექციური ტიპის საუბარი ექიმის მიერ თემის ირგვლივ „გრიპის ვირუსი“.
4)      პრობლემაზე საუბარი მშობლების მხრიდან.
5)      სიმბოლური წამახალისებელი საჩუქრების დარიგება ( С- ვიტამინის დრაჟე, მშრალი და სველი ერთჯერადი  სალფეთქები, სამახსოვრო  ამონარიდი ბროშურა სასარგებლო რჩევები გრიპის წინააღმდეგ).
6)      შთაბეჭდილებების ურთიერთ გაზიარება.


მეორე  კვირა:
1)      განმეორებითი  ვიზიტი  ექიმთან  იმ  მოსწავლეებისა  და  მათი  მშობლებისა,  რომელთაც  დასჭირდა  დანიშნულების  მიცემა ( მედიკამენტოზური  ჩარევა).
2)       ექიმთან   ხელახალი  ვიზიტი  საჭიროების  შემთხვევაში (პროექტით  გათვალისწინებული)  მოსწავლეებისა  და   მშობლებისა.

პროექტის მსვლელობა:

პირველი  კვირა:
 22.02.2017-ს ოზურგეთის სსიპ  N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა კლასგარეშე აქტივობა ( ერთობლივი ძალით დავამარცხოთ სეზონური ვირუსი“  მოვიწვიეთ   III , V, VI, X, XI, XII  კლასის სსსმ მოსწავლეები,    რომლებიც განათლებას იღებს შინ სწავლების მეთოდით, 


ასევე მოწვეული იყო მათი მშობლები ,  პედაგოგები ,სკოლის დირექტორი,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციკლინური გუნდის წევრი გურიის მხარეში ნანა მჟავია, სკოლის ექიმი ბაბო ინწკირველი.



მოსწავლეებისა და მშობლების შეხვედრა მოხდა სკოლის ექიმთან,  დაათვალიერეს ექიმის კაბინეტი, გაიცნეს ბაბო ექიმი. შემდეგ სკოლაში არსებულ რესურს ოთახში გაგრძელდა საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბარი.მოტივაციის ასამაღლებლად სკოლის დირექტორმა გადასცა   მოსწავლეებს სიმბოლური   წამახალისებელი საჩუქრები:( С-ვიტამინის დრაჯე, მშრალი და სველი ერთჯერადი სალფეთქები, ) ექიმმა გადასცა მათ სამახსოვრო ამონარიდი ბროშურა სასარგებლო რჩევები გრიპის წინააღმდეგ.



მოსწავლეებისა და მათი მშობლების სურვილით ექიმმა შეამოწმა  ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგიერთს საჭიროებისამებრ დასჭირდა დანიშნულების მიცემა.  დაიგეგმა ისევ ურთიერთობის გაგრძელება და  მჭიდრო კავშირი ექიმსა და მოსწავლეებს შორის.



მშობლებმა გაუზიარეს ექიმს თავიანთი  პრობლემები შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს  ყველა იმ საკითხზე რაც მათ  ამ კუთხით აინტერესებდათ ექიმთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ეს აქტივობა მიზანმიმართულად და საინტერესოდ იყო  ორგანიზებული. მოსწავლეები შეჰპირდნენ ექიმს ჭირვეულობის გარეშე სიცხეს გაიზომავს,  გრიპისა და სიცხის დროს აუცილებლად  დაუჯერებს მშობელს და მიიღებს მხოლოდ იმ წამალს რომელსაც დედა მიაწოდებს.





მეორე  კვირა:

      7.03.2017  შედგა  განმეორებითი  ვიზიტი  ექიმთან  იმ  მოსწავლეებისა  და  მათი  მშობლების ,  რომლებსაც   დასჭირდათ  ექიმის  დანიშნულების  მიცემა, მედიკამენტებით  მკურნალობა. მოხდა    ამ  ბავშვების   ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შემოწმება,  მიიღეს  ექიმისგან  შესაბამისი  რჩევა-დარიგება.  უფრო  მეტად  დაუახლოვდა  ბავშვები   ბაბო  ექიმს  და  შეჰპირდნენ  მას  აუცილებლად  გაიხსენებენ  მის  დარიგებას.


ასევე  საჭიროების  შემთხვევაში  ექიმი  მზად  იყო  მოესმინა,  კონსულტირება  გაეწია   ხელმეორედ  იმ  მოსწავლეებისა  და  მათი  მშობლებისთვის  რომლებიც გამოცხადდებოდნენ  პროექტში  გაწერილ  ნებისმიერ  დღეს.

          აქტივობა მოიაზრებდა  სასწავლო  აღმზრდელობით  პროცესის უმთავრეს მიმართულებას, კერძოდ:  ბუნების მეტყველების  საგნის ერთ-ერთ  მიმართულებას:  ადამიანი და გარემო,  სადაც აღნიშნულია  ესგ მიხედვით 

ბუნ. II. 7.მოსწავლეს  შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
        სამომავლოდ, ვფიქრობ კვლავ განვაგრძოთ თანამშრომლობა და მსგავსი ტიპის შეხვედრები ,აქტივობები განვახორციელო,  ჩავრთო სკოლაში არსებული ყველა სსსმ მოსწავლე და მათი მშობლები. რაც ჩემს მიერ განხორციელებული აქტივობის ხარვეზად მიმაჩნია.


პროექტის ხელმძღვანელი : ბელა ურუშაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: belaurushadze@gmail.com

No comments:

Post a Comment